ჩვენ შესახებ

    2003 წლიდან ჩვენ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ვქმნით ტრაფარეტული ბეჭდვისთვის ხელით საბეჭდ ისეთ დანადგარებს, რომლებიც ხარისხითაც და ფუნქციონალურადაც არა თუ ჩამოუვარდებიან, არამედ სჯობნიან კიდეც მათ ზოგიერთ უცხოურ ანალოგს. ამ დანადგარებს დღესდღეობით საქართველოში იყენებს მრავალი სარეკლამო კომპანია და სამკერვალო საწარმო. ცოდნისა და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ჩვენ შევქმენით ტრაფარეტული ბეჭდვის სტუდია, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს როგორც ბეჭდვით მომსახურებას, ასევე ტრაფარეტული ბეჭდვის დანადგარებსა და ბეჭდვის ტექნოლოგიის შესწავლას. ინდივიდუალური შეკვეთით ჩვენ ვამზადებთ როგორც ერთფერიან, ასევე მრავალფერიან ხელით საბეჭდ დანადგარებს, ფორმების დამასხივებლებს, საშრობებს, რომელთათვისაც ბეჭდვის ფორმატი არ არის შეზღუდული.

    კომპანია „Silk Print“-მა  2017 წლიდან დაიწყო Anadolu Kymia-ს მიერ უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული Antex-ის მარკის ტექსტილის საღებავებისა და სახარჯი მასალების ოფიციალური დისტრიბუცია.

    ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ Antex-ის მიერ ნაწარმოები საღებავები არ შეიცავს ფტალატებს, ამიტომ არის ეკოლოგიურად სუფთა, აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს (ISO 9001:2008) და შეიძლება გამოყენებულ იქნას საბავშვო ტანსაცმელსა და აქსესუარებზე საბეჭდადაც.

    ჩვენი კომპანია ორიენტირებულია არა კონკრეტულ მომხმარებელზე, არამედ ყველა დაინტერესებულ პირზე და შეუძლია მათ შესთავაზოს ტრაფარეტული ბეჭდვის შემთხვევაში მრავალნაირი მომსახურება, დაწყებული ბეჭდვითი ტექნოლოგიით, დამთავრებული ჩვენ მიერ ნაწარმოები დანადგარებით.

    გარდა ამისა, ჩვენ მომხმარებელს ვეხმარებით ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში, არა აქვს მნიშვნელობა თუ რას ყიდულობს ის ერთფერიან საბეჭდ დანადგარს თუ უბრალოდ საბეჭდი ფორმის ჩარჩოს.

    ჩვენი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია მისი არჩევანი და მისდამი ნდობა. ჩვენ ყველა ძალას ვხმარობთ, რათა ეს ნდობა გავამართლოთ.

0003-1024x464
Untitled-1
უკან