სწავლება

ტრაფარეტული ბეჭდვის შესწავლა

    ტრაფარეტული ბეჭდვის სტუდია აცხადებს მიღებას ბეჭდვის შემსწავლელ 10 დღიან  სასწავლო კურსზე.

    კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ბეჭდვა მაისურებზე, კალმებზე, ჭიქებზე, ქაღალდის,  ხის ნაწარმის და ნებისმიერი ტიპის მასალაზე.

პროგრამა დაგეხმარებათ:

  • დაიწყოთ საკუთარი მცირე ბიზნესი
  • მოძებნოთ მაღალანაზღაურებადი სამსახური
  • აიმაღლოთ კვალიფიკაცია

    კურსი აგებულია როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნის გადაცემაზე,  რაც ხელს შეგიწყობთ  საკუთარი ბიზნესის დაწყებაში.

საგნები:

  • ტრაფარეტული ბეჭდვა
  • ტრაფარეტული ფორმის რეგენერაცია
  • გრაფიკული ფერდაშლის საფუძვლები
  • ვექტორული და რასტრული გრაფიკა
  • ბიზნესის საფუძვლები

ტრაფარეტული ბეჭდვის შესასწავლი პროგრამა 

    ტრაფარეტული ბეჭდვის შესასწავლი პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილებს. სწავლებისთვის შერჩეულია ტრაფარეტული ბეჭდვის საბაზო და ტექსტილზე სრულფერიანი ბეჭდვის სპეციალური კურსები. საბაზო კურსი შერჩეულია დამწყებთათვის, თუმცა იგი საინტერესოა ტრაფარეტული ბეჭდვის საწარმო უბანზე უკვე მომუშავე მბეჭდავებისთვისაც მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

თეორიული კურსი

  1. ზოგადი ცნობები ტრაფარეტული ბეჭდვის შესახებ.
  2. ორიგინალები და ფოტოფორმები.
  3. საბეჭდი ბადე და მისი სახეობები დანიშნულების მიხედვით
  4. ჩარჩო საბეჭდი ფორმისათვის
  5. ბადის ჩარჩოზე დამაგრების ტექნოლოგია
  6. საბეჭდი ფორმის მომზადების წესი:
    • ფოტოემულსია
    • ფოტოემულსიის ბადეზე წასმის წესი
    • კიუვეტა ფოტოემულსიის ბადეზე წასასმელად
  7. ტრაფარეტული ფორმის შრობა.
  8. ტრაფარეტული ფორმის დასხივება სპეციალურ დამასხივებელ მოწყობილობაში, დასხივების რეჟიმი.
  9. ბეჭდვის პროცესისათვის მზადება
  10. გრაფიკული დიზაინისა და ფერდაშლის საფუძვლები: საბეჭდი ორიგინალ მაკეტის და ფოტოფორმის მომზადება.
  11. ტრაფარეტული ბეჭდვის საღებავები
  12. საღებავების გამხსნელები, შრობის შემანელებლები და სპეციალური დანამატები
  13. საბეჭდი რაკელის რეზინი, მისი ნომრები და დანიშნულება
  14. საბეჭდი დანადგარების შესახებ
  15. სხვადასხვა მასალებზე ბეჭდვის თავისებურებანი
  16. ქსოვილზე ბეჭდვის თავისებურებანი

პრაქტიკული კურსი

  1. საბეჭდი ჩარჩოს მომზადება და მასზე ბადის დამაგრება
  2. ტრაფარეტული საბეჭდი ფორმის მომზადება
  3. ტრაფარეტული ფორმის რეგენერაცია
  4. ბეჭდვისათვის მომზადება და ბეჭდვის პროცესი

 

    პროგრამის ხანგრძლივობა: აკადემიური კალენდარი შედგება 10 დღისგან. ლექციები ტარდება დღეში 1-ჯერ 3 საათის განმავლობაში. ცხრილი შეთანხმდენა მონაწილეებთან და დეტალურ ცხრილს მსმენელები მიიღებენ პროგრამის დაწყების წინ.

    კურსს გაუძღვება დავით ქურციკიძე

    ჯგუფი დაკომპლექტდება მინიმუმ 5 მონაწილისგან.

    პროგრამის ღირებულებაა:  350 ლარი

    სწავლის საფასურის ნახევარი უნდა დაიფაროს სწავლის დაწყებამდე სამი დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი – სწავლის დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

უკან