ფირმის შესახებ
2003 წლიდან ჩვენ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ვქმნით ტრაფარეტული ბეჭდვისთვის ხელით საბეჭდ ისეთ დანადგარებს, რომლებიც ხარისხითაც და ფუნქციონალურადაც არა თუ არ ჩამოუვარდებიან, არამედ სჯობნიან კიდეც მათ ზოგიერთ უცხოურ ანალოგს. ამ დანადგარებს დღესდღეობით საქართველოში იყენებს მრავალი სარეკლამო კომპანია და სამკერვალო საწარმო.
ცოდნისა და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ჩვენ შევქმენით ტრაფარეტული ბეჭდვის სტუდია, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს როგორც ბეჭდვით მომსახურებას, ასევე ტრაფარეტული ბეჭდვის დანადგარებსა და ბეჭდვის ტექნოლოგიის შესწავლას.
ინდივიდუალური შეკვეთით ჩვენ ვამზადებთ როგორც ერთფერიან, ასევე მრავალფერიან ხელით საბეჭდ დანადგარებს, ფორმების დამასხივებლებს, საშრობებს, რომელთათვისაც ბეჭდვის ფორმატი არ არის შეზღუდული.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია არა კონკრეტულ მომხმარებელზე, არამედ ყველა დაინტერესებულ პირზე და შეუძლია მათ შესთავაზოს ტრაფარეტული ბეჭდვის შემთხვევაში მრავალნაირი მომსახურება, დაწყებული ბეჭდვითი ტექნოლოგიით, დამთავრებული ჩვენ მიერ ნაწარმოები დანადგარებით.
გარდა ამისა, ჩვენ მომხმარებელს ვეხმარებით ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში, არა აქვს მნიშვნელობა თუ რას ყიდულობს ის ერთფერიან საბეჭდ დანადგარს თუ უბრალოდ საბეჭდი ფორმის ჩარჩოს.
ჩვენი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია მისი არჩევანი და მისდამი ნდობა.
ჩვენ ყველა ძალას ვხმარობთ, რათა ეს ნდობა გავამართლოთ.
ტრაფარეტული ბეჭდვისა და ჩვენ მიერ დამზადებული დანადგარების საფუძველზე, ჩვენი ფირმა გთავაზობთ ბეჭდვას ქსოვილზე, სპორტულ ფორმებზე, მაისურებზე, დეკორატიულ ჩანთებზე …
ტრაფარეტული ბეჭდვა, კერძოდ, მისი ერთერთი სახეობა შოლკოგრაფია, პოლიგრაფიული ბეჭდვის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. ბეჭდვის პრინციპი დღემდე არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ ძირითადი და დამხმარე საშუალებები.
ტრაფარეტული ბეჭდვა იმ სახით, როგორიც იგი დღეისთვისაა ცნობილი, საბოლოოდ ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 50-ან წლებში. დღეს ამ მეთოდით იბეჭდება სხვადასხვა ზომისა და სირთულის მრავალფერიანი გამოსახულებები ნებისმიერ მასალაზე: ქაღალდზე, პლასტმასზე, მეტალზე, კერამიკაზე, ქსოვილზე, მინაზე და თუ მანამადე ბეჭდვის ეს მეთოდი განიხილებოდა, როგორც მეორეხარისხოვანი მეთოდი , დღეს მას პოლიგრაფიაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია.
ტრაფარეტული ბეჭდვა გამოიყენება არამარტო პოლიგრაფიაში, არამედ ტექსტილის, ელექტრონული, ავტომობილების, მინისა და მრეწველობის სხვადასხვა დარგებში. ტრაფარეტული ბეჭდვის გამოყენებით იბეჭდება დროშები, პლაკატები, სამაგიდე ინვენტარი(სუფრები, ჭიქების ქვესადებები და სხვა) ტრანსპარანტები, მაისურები, ქსოვილის ქაღალდის, პოლიეთილენის პაკეტები, მინის ჭურჭელი, ხის ნაწარმები, სასუვენირო და სხვა სახისა და დანიშნულების ნივთები: სავიზიტო ბარათები, სერტიფიკატები, დიპლომები, ბუკლეტები, კერამიკული ჭიქები, მინის ბოთლები, წამლის ფლაკონები, ტარის ჭურჭელი; ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მზა პოლიგრაფიულ პროდუქციაზე ლაკირება მთლიანად ან შერჩევით, წიგნის ტყავის გარეკანზე ბეჭდვა და მრავალი სხვა.
მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს მეთოდი პოლიგრაფიული ამოცანების გადაწყვეტის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, როგორც სარეკლამო წარმოებაში, ასევე მრეწველობის სხვადასხვა დარგებში.
ხელით საბეჭდი ტრაფარეტული ბეჭდვის მაგიდა – ხელით საბეჭდი ტრაფარეტული ბეჭდვის მაგიდა გამოიყენება ბრტყელ ზედაპირებზე საბეჭდად. საბეჭდ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქაღალდი, მუყაო, პლასტიკი, პვქ –ს ფირები და ფილები, ქვა, ხე, მეტალი, მინა და სხვადასხვა მასალისგან შექმნილი სუვენირული პროდუქცია.
ქსოვილზე საბეჭდი დანადგარი ე.წ. კარუსელი – ქსოვილზე საბეჭდი დანადგარი ე.წ. კარუსელი გამოიყენება მაისურებზე, კეპებზე, ქურთუკებზე და სხვა, ქსოვილის მზა პროდუქციაზე საბეჭდად. დანადგარი შეიძლება იყოს 1-ფერიანი, 4-ფერიანი ან 6- ფერიანი, რომელიც მზადდება ინდივიდუალური დაკვეთით, ასევე მაგიდების რაოდენობაც სურვილისდა მიხედვით. სწორედ ამ უკანასკნელის რაოდენობა განსაზღვრავს ამ დანადგარების წარმადობას. დანადგარს აქვს როგორც მაგიდების ასევე ფერების სამართავი მარტივი სისტემები.
ფორმების დამასხივებელი საშრობთან ერთად – ფორმების დამასხივებელი საშრობთან ერთად გამოიყენება ბადიან ჩარჩოზე ტრაფარეტული გამოსახულების მისაღებად, რომლის დახმარებით შემდგომ შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქციაზე ბეჭდვა. ფოტოემულსიის წასმა, შრობა და შემდგომ დასხივება ამ ერთ დანადგარში მიმდინარეობს საკმაოდ სწრაფად. დასხივების დრო იცვლება 3 დან 6 წთ-მდე ფოტოემულსიაზე დამოკიდებულებით. დანადგარს აქვს დროის რელე, ე.წ. ტაიმერი, რომელიც უზრუნველყოფს დასხივების დროის კონტროლს.
საშრობი სტელაჟი მზა პროდუქციისათვის – საშრობი სტელაჟი მზა პროდუქციისათვის წარმოადგენს მრავალსართულიან ურიკას, რომელიც გამოიყენება ტრაფარეტულად დაბეჭდილი მზა პროდუქციის გასაშრობად. სტელაჟი წარმოადგენს მეტალის, ბორბლებზე შემდგარ მრავალთაროიან კონსტრუქციას, რომელიც მოსახერხებელია საამქროში გადასაადგილებლად.
ინფრაწითელი (ი.წ.) კონვეიერული საშრობი – ი.წ. კონვეიერული საშრობი გამოიყენება ქსოვილზე ნაბეჭდი პროდუქციის საბოლოოდ გასაშრობად. ამ დანადგარში შესაძლებელია როგორც ტემპერატურის (0-დან-2000 C) ასევე კონვეიერის ლენტის სიჩქარის მართვა. შესაძლებელია დამზადდეს არასტანდარტული კონვეიერული საშრობები დაკვეთის შესაბამისად.
შუალედური საშრობი – შუალედური საშრობი გამოიყენება მრალფერიანი ბეჭდვისას. მისი დანიშნულებაა, შეაშროს პირველი ფერი რათა მეორე ფერი, უპრობლემოდ დაიბეჭდოს და არ შეერიოს პირველ ფერს.
ულტრაიისფერი (უ.ი) ლაქებისა და საღებავების საშრობი კონვეიერი – უ.ი ლაქებისა და საღებავების საშრობი კონვეიერის დანიშნულებაა უ.ი გამოსხივების საშუალებით, სწრაფად გააშროს ნაბეჭდი პროდუქცია. მასში ისევე როგორც, ი.წ. საშრობში, შესაძლებელია კონვეიერის ლენტის სიჩქარის მართვა. ლენტის სიჩქარე შესაძლებელია იცვალოს 0-დან-30მ/წთ-მდე.
ფორმების სახრეცხი აბაზანა – ფორმების სარეცხი აბაზანა გამოიყენება ფოტოემულსიის დასხივების შემდეგ წყლის ჭავლით ჩამოსარეცხად და ბეჭდვის დასრულების შემდეგ ფორმების აღსადგენად.
ჭიქებზე, ბოთლებსა და სხვა ცილინდრულ ზედაპირებზე ხელით საბეჭდი დანადგარი– ჭიქებზე, ბოთლებსა და სხვა ცილინდრულ ზედაპირებზე ხელით საბეჭდი დანადგარი საშუალებას იძლევა დაიბეჭდოს არა მხოლოდ ცილინდრულ არამედ კონუსურ ზედაპირებზეც.
ბადის ჩარჩოზე გადასაჭიმი მოწყობილობა – ბადის ჩარჩოზე გადასაჭიმი მოწყობილობით შესაძლებელია სხვადასხვა ზომის ჩარჩოზე გადაიჭიმოს ბადე და შემდეგ წებოთი დაფიქსირდეს. მოწყობილობის ზომა არაა შეზღუდული
კეპებზე საბეჭდი – კეპებზე საბეჭდი მოწყობილობით შესაძლებელია ერთი და მრავალფერიანი ბეჭდვა კეპებზე. იგი თავისუფლად იცვლება მაისურების საბეჭდ დანადგარზე (მაგიდა იხსნება და მის მაგივრად მაგრდება კეპებზე საბეჭდი მოწყობილობა).