ტრაფარეტული ბეჭდვის სწავლება

ტრაფარეტული ბეჭდვის სტუდია, დაინტერესულ პირებს გთავაზობს ტრაფარეტული ბეჭდვის ტექნოლოგიის შესწავლას, რომლის ათვისებით და უმცირესი დანახარჯებით ისინი შეძლებენ მაღალი რენტაბელობით აწარმოონ საკუთარი ბიზნესი ….

ტრაფარეტული ბეჭდვის შესასწავლი პროგრამა 

ტრაფარეტული ბეჭდვის შესასწავლი პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილებს. სწავლებისთვის შერჩეულია ტრაფარეტული ბეჭდვის საბაზო და ტექსტილზე სრულფერიანი ბეჭდვის სპეციალური კურსები. საბაზო კურსი შერჩეულია დამწყებთათვის, თუმცა იგი საინტერესოა ტრაფარეტული ბეჭდვის საწარმო უბანზე უკვე მომუშავე მბეჭდავებისთვისაც მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

თეორიული კურსი

თეორიული კურსი

1.ზოგადი ცნობები ტრაფარეტული ბეჭდვის შესახებ.
2. ორიგინალები და ფოტოფორმები.
3. საბეჭდი ბადე და მისი სახეობები დანიშნულების მიხედვით
4. ჩარჩო საბეჭდი ფორმისათვის
5. ბადის ჩარჩოზე დამაგრების ტექნოლოგია
6. საბეჭდი ფორმის მომზადების წესი: – ფოტოემულსია – ფოტოემულსიის ბადეზე წასმის წესი – კიუვეტა ფოტოემულსიის ბადეზე წასასმელად
7. ტრაფარეტული ფორმის შრობა.
8. ტრაფარეტული ფორმის დასხივება სპეციალურ დამასხივებელ მოწყობილობაში, დასხივების რეჟიმი.
9. ბეჭდვის პროცესისათვის მზადება
10. გრაფიკული დიზაინისა და ფერდაშლის საფუძვლები: საბეჭდი ორიგინალ მაკეტის და ფოტოფორმის მომზადება.
11. ტრაფარეტული ბეჭდვის საღებავები
12. საღებავების გამხსნელები, შრობის შემანელებლები და სპეციალური დანამატები
13. საბეჭდი რაკელის რეზინი, მისი ნომრები და დანიშნულება
14. საბეჭდი დანადგარების შესახებ
15. სხვადასხვა მასალებზე ბეჭდვის თავისებურებანი
16. ქსოვილზე ბეჭდვის თავისებურებანი

რეგისტრაცია

პრაქტიკული კურსი

პრაქტიკული კურსი

1. საბეჭდი ჩარჩოს მომზადება და მასზე ბადის დამაგრება
2. ტრაფარეტული საბეჭდი ფორმის მომზადება
3. ტრაფარეტული ფორმის რეგენერაცია
4. ბეჭდვისათვის მომზადება და ბეჭდვის პროცესი

რეგისტრაცია

კურსზე რეგისტრაცია

Close Menu
×

Cart