ტრაფარეტული ბეჭდვის სტუდია
2003 წლიდან ჩვენ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ვქმნით ტრაფარეტული ბეჭდვისთვის ხელით საბეჭდ ისეთ დანადგარებს რომლებიც ხარისხითაც და ფუნქციონალურადაც არა თუ არ ჩამოუვარდება, არამედ სჯობნის კიდეც მათ ზოგიერთ უცხოურ ანალოგს.
ტრაფარეტული ბეჭდვის დანადგარები
2003 წლიდან ჩვენ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ვქმნით ტრაფარეტული ბეჭდვისთვის ხელით საბეჭდ ისეთ დანადგარებს, რომლებიც ხარისხითაც და ფუნქციონალურადაც არა თუ არ ჩამოუვარდებიან, არამედ სჯობნიან კიდეც მათ ზოგიერთ უცხოურ ანალოგს…
საღებავები
ტრაფარეტული ბეჭდვის სტუდია მომხმარებელს სთავაზობს საღებავების პროდუქციის ფართო არჩევანს. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ტიპისი საღებავები როგორებიცაა წყლის საფუძველზე პლასტიზოლის და სხვა. ჩვენთან ხარისხი გარანტირებულია.

ჩვენ გთავაზობთ

დანადგარები
სრულად ნახვა
საღებავები
სრულად ნახვა
ნაბეჭდი პროდუქცია
სრულად ნახვა
სწავლება
სრულად ნახვა

ჩვენი ნამუშევრები

ISO სერთიფიკატი

GOTS სერთიფიკატი

კომპანია „Silk Print“-მა  2017 წლიდან დაიწყო Anadolu Kymia-ს მიერ უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული Antex-ის მარკის ტექსტილის საღებავებისა და სახარჯი მასალების ოფიციალური დისტრიბუცია.

            კომპანია Anadolu Kymia, რომელიც დაფუძნდა 1989 წელს არის 8300 კვ. მეტრზე განთავსებული 48 შტატიანი და კვალიფიციური სპეციალისტით დაკომპლექტებული სამრეწველო საწარმო, რომელიც წელიწადში 5600 ტონაზე მეტ პროდუქციას აწარმოებს და არის მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში თავისი პროდუქციის ტექსტილის საღებავებისა (პლასტიზოლისა და წყლის) და სახარჯი მასალების ექსპორტიორი.

            Antex-ის მიერ ნაწარმოები საღებავები არის ეკოლოგიურად სუფთა და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს (ISO 9001:2008).

            ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფტალატების შემცველი ნივთიერებები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ენდოკრინულ და რეპროდუქციულ სისტემებზე, ამიტომ ევროკავშირმა აკრძალა ამ ნივთიერებების შემცველი პროდუქციის გაყიდვა.

            ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ Antex-ის საღებავები არ შეიცავს ფტალატებს, ამიტომ არის ეკოლოგიურად სუფთა და გამოიყენება საბავშვო ტანსაცმელსა და აქსესუარებზე საბეჭდადაც.

            Antex-ის საღებავების ჩამონთვალში არის როგორც მზა, ასევე გამჭვირვალე ბაზები და დანამატი პიგმენტები. ყველა დანამატი და პიგმენტი ერთმანეთში მარტივად ირევა. გამოირჩევიან ბეჭდვაში სიმარტივით, შრობის სისწრაფით, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს ბეჭდვის სისწრაფეს.

            Antex-ის საღებავები გამოიყენება როგორც ხელით, ასევე ავტომატურად საბეჭდ დანადგარებში. ეს საღებავები კლასიფიცირებულია პლასტიზოლის NF სერიისა და წყლის საფუძველზე დამზადებული GS, SP, XP სერიის საღებავებით.

            NF სერიის პლასტიზოლების პალიტრა შედგება 12 ძირითადი და CMYK ფერებისგან. წყლის საფუძველზე დამზადებული GS, SP, XP სერიის საღებავების სტანდარტულ ნაკრებში შედის: თეთრი საღებავი, გამჭვირვალე, მფარავი, ამოსაწამლი, ამოსაწამლი თეთრი პერლამუტრის, ფოლგის, ასაფუებელი ბაზები და სხვა.

Close Menu
×

Cart