No products added!
Our Services
01
Screen Printing
ტრაფარეტული ბეჭდვა (Screen Printing) არის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე, მრავალფეროვანი და ხარისხიანი ბეჭდვის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ტექსტილზე, ქაღალდზე, პლასტმასზე, მინაზე, ხეზე, მეტალსა და სხვა მრავალ ზედაპირზე. მეთოდი უზრუნველყოფს მკვეთრ ფერებს, მაღალ დაფარვას და ხანგრძლივ გამძლეობას, რის გამოც იდეალურია როგორც მცირე, ისე დიდი ტირაჟის დასაბეჭდად.
გთავაზობთ პროფესიონალურ ტრაფარეტულ ბეჭდვას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით. ვამზადებთ ბრენდირებულ მაისურებს, ჰუდებს, ჩანთებს, კეპებსა და სხვა სარეკლამო თუ კორპორატიულ პროდუქციას, რაც უზრუნველყოფს გამორჩეულ ვიზუალსა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.
- მაისურებზე ბეჭდვა
- ჩანთებზე ბეჭდვა
- ჰუდებზე ბეჭდვა
- კეპებზე ბეჭდვა
- სინთეტიკურ ქსოვილზე ბეჭდვა
- სპეც ტანსაცმელზე ბეჭდვა
- საწვიმრებზე ბეჭდვა
- ხეზე ბეჭდვა
- ქაღალდის პროდუქციაზე ბეჭდვა
- ანოდურებულ მეტალზე ბეჭდვა




02
ტრაფარეტული დანადგარების წარმოება
2003 წლიდან ჩვენ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ვქმნით ტრაფარეტული ბეჭდვისთვის ხელით საბეჭდ ისეთ დანადგარებს რომლებიც ხარისხითაც და ფუნქციონალურადაც არა თუ არ ჩამოუვარდება, არამედ სჯობნის კიდეც მათ ზოგიერთ უცხოურ ანალოგს.
ამ დანადგარებს დღესდღეობით საქართველოში იყენებს მრავალი სარეკლამო კომპანია და სამკერვალო საწარმო.
ინდივიდუალური შეკვეთით ჩვენ ვამზადებთ როგორც ერთფერიან ასევე მრავალფერიან ხელით საბეჭდ დანადგარებს, ფორმების დამასხივებლებს, საშრობებს რომელთათვისაც ბეჭდვის ფორმატი არაა შეზღუდული.
- ქსოვილზე საბეჭდი დანადგარი
- Intermediate dryer
- Final drying conveyor
- უ.ი. საშრობი კონვეიერი
- კეპებზე საბეჭდი მოწყობილობა
- ფორმების დამასხივებელი
- ფორმების სარეცხი აბაზანა
- Drying rack
03
Learn Printing
ტრაფარეტული ბეჭდვის შესასწავლი პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილებს. სწავლებისთვის შერჩეულია ტრაფარეტული ბეჭდვის საბაზისო და ტექსტილზე სრულფერიანი ბეჭდვის სპეციალური კურსები. საბაზისო კურსი შერჩეულია დამწყებთათვის, თუმცა იგი საინტერესოა ტრაფარეტული ბეჭდვის საწარმო უბანზე უკვე მომუშავე მბეჭდავებისთვისაც მათი კვალიფიკაციის ამაღების მიზნით


