ტრაფარეტული ბეჭდვა

ტრაფარეტული ბეჭდვა (Screen Printing) არის ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი, გამძლე და მრავალფეროვანი ბეჭდვის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ტექსტილზე, ქაღალდზე, პლასტმასზე, მინაზე, ხეზე, მეტალსა და სხვა მრავალ ზედაპირზე.

რატომ ტრაფარეტული ბეჭდვა?

ტრაფარეტული ბეჭდვის მთავარი უპირატესობაა მკვეთრი და ინტენსიური ფერები, მაღალი დაფარვის უნარი და ბეჭდვის განსაკუთრებული გამძლეობა, რაც უზრუნველყოფს გამოსახულების ხანგრძლივ შენარჩუნებას ხშირი გამოყენებისა და მრავალჯერადი რეცხვის შემდეგაც. სწორედ ამიტომ, ეს ტექნოლოგია საუკეთესო არჩევანია როგორც მცირე, ისე დიდი ტირაჟის შეკვეთებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ ტრაფარეტულ ბეჭდვას თანამედროვე დანადგარებისა და მაღალი ხარისხის საღებავებისა და სახარჯი მასალების გამოყენებით. მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, შევასრულოთ როგორც მარტივი, ისე რთული დიზაინის ბეჭდვა მაღალი სიზუსტითა და სტაბილური ხარისხით.

რატომ ტრაფარეტული ბეჭდვა?

✔ მაისურებზე
✔ ჩანთებზე
✔პირსახოცებზე
✔ სპორტულ ფორმებზე

✔ ჰუდებზე
✔ კეპებზე
✔ სპეც ტანსაცმელზე
✔ სარეკლამო და კორპორატიულ პროდუქციაზე

ასევე გთავაზობთ სპეციალური ეფექტების ბეჭდვას, მათ შორის მეტალიზებულ, ფლუორესცენტულ, გლიტერის, რელიეფურ (High Density) და სხვა ეფექტებს, რომლებიც თქვენს პროდუქტს უნიკალურ და გამორჩეულ იერს ანიჭებს.

შესრულებული პროექტები