No products added!
ტრაფარეტული ბეჭდვის შესასწავლი პროგრამა
შეისწავლეთ ტრაფარეტული ბეჭდვა პრაქტიკულად, რეალურ საწარმოო გარემოში. სწავლების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილებს და სრულად გაგაცნობთ ტრაფარეტული ბეჭდვის პროცესს — დიზაინის მომზადებიდან და ტრაფარეტის დამზადებიდან სხვადასხვა მასალაზე ბეჭდვამდე, გაშრობისა და საბოლოო ხარისხის კონტროლის ჩათვლით.
სწავლებისთვის შერჩეულია ორი ძირითადი პროგრამა: ტრაფარეტული ბეჭდვის საბაზო კურსი და ტექსტილზე სრულფერიანი (CMYK) ბეჭდვის სპეციალური კურსი.
საბაზო კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის, თუმცა იგი არანაკლებ საინტერესო და სასარგებლოა ტრაფარეტული ბეჭდვის საწარმოებში უკვე დასაქმებული მბეჭდავებისთვისაც, რომლებიც საკუთარი ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავენ მიზნად.
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ დამოუკიდებლად დაგეგმოთ და შეასრულოთ ტრაფარეტული ბეჭდვის სრული პროცესი, სწორად შეარჩიოთ მასალები და ტექნოლოგიები, თავიდან აიცილოთ გავრცელებული შეცდომები და შექმნათ მაღალი ხარისხის, გამძლე ნაბეჭდი პროდუქცია
