ტრაფარეტული ბეჭდვის შესასწავლი პროგრამა

შეისწავლეთ ტრაფარეტული ბეჭდვა პრაქტიკულად, რეალურ საწარმოო გარემოში. სწავლების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილებს და სრულად გაგაცნობთ ტრაფარეტული ბეჭდვის პროცესს — დიზაინის მომზადებიდან და ტრაფარეტის დამზადებიდან სხვადასხვა მასალაზე ბეჭდვამდე, გაშრობისა და საბოლოო ხარისხის კონტროლის ჩათვლით.


სწავლებისთვის შერჩეულია ორი ძირითადი პროგრამა: ტრაფარეტული ბეჭდვის საბაზო კურსი და ტექსტილზე სრულფერიანი (CMYK) ბეჭდვის სპეციალური კურსი.

 

საბაზო კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის, თუმცა იგი არანაკლებ საინტერესო და სასარგებლოა ტრაფარეტული ბეჭდვის საწარმოებში უკვე დასაქმებული მბეჭდავებისთვისაც, რომლებიც საკუთარი ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავენ მიზნად.


კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ დამოუკიდებლად დაგეგმოთ და შეასრულოთ ტრაფარეტული ბეჭდვის სრული პროცესი, სწორად შეარჩიოთ მასალები და ტექნოლოგიები, თავიდან აიცილოთ გავრცელებული შეცდომები და შექმნათ მაღალი ხარისხის, გამძლე ნაბეჭდი პროდუქცია

01

თეორიული და
პრაქტიკული კურსი

1. ზოგადი ცნობები ტრაფარეტული ბეჭდვის შესახებ.

2. საბეჭდი ბადე და მისი სახეობები დანიშნულების მიხედვით

3. საბეჭდი ჩარჩოს მომზადება და მასზე ბადის დამაგრება

4. ჩარჩო საბეჭდი ფორმისათვის

5. ბადის ჩარჩოზე დამაგრების ტექნოლოგია

6. საბეჭდი ფორმის მომზადების წესი:

ფოტოემულსია

ფოტოემულსიის ბადეზე წასმის წესი

კიუვეტა ფოტოემულსიის ბადეზე წასასმელად

7. ტრაფარეტული საბეჭდი ფორმის მომზადება

8. ტრაფარეტული ფორმის შრობა

9. ტრაფარეტული ფორმის დასხივება სპეციალურ დამასხივებელ მოწყობილობაში, დასხივების რეჟიმის მართვა.

10. ბეჭდვის პროცესისათვის მზადება

11. გრაფიკული დიზაინისა და ფერდაშლის საფუძვლები: საბეჭდი ორიგინალ მაკეტის და ფოტოფორმის მომზადება.

12. ტრაფარეტული ბეჭდვის საღებავები

13. საღებავების გამხსნელები, შრობის შემანელებლები და სპეციალური დანამატები

14. საბეჭდი რაკელის რეზინი, მისი ნომრები და დანიშნულება

15. საბეჭდი დანადგარების შესახებ

16. ბეჭდვისათვის მომზადება და ბეჭდვის პროცესი

17. ტრაფარეტული ფორმის რეგენერაცია, აღდგენა

18. სხვადასხვა მასალებზე ბეჭდვის თავისებურებანი

19. ქსოვილზე ბეჭდვის თავისებურებანი

Learn Screen Printing